14-16 იანვარს PACE-ის თანამომხსენებლები მონიტორინგის ფარგლებში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ

14-16 იანვარს PACE-ის თანამომხსენებლები მონიტორინგის ფარგლებში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ

ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსმახურმა განაცხადა, რომ 14-16 იანვარს, მიმდინარე მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში საქართველოში კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ვიზიტს გეგმავენ.

ნუცუბიძის ცნობით, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს იქნება ფაქტების მოძიების მისია, იმის დასადგენად, თუ საქართველო დაკისრებულ ვალდებულებებს როგორ ასრულებს, მათ შორის, ოქტომბრის არჩევნებისა და ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზის ფონზე.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის განცხადებით, 14-16 იანვარს, მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტს გეგმავენ საქართველოზე თანამომხსენებლები კლოდ კერნი (ალდე) და ედიტ ესტრელა (სოციალ დემოკრატები).

პრესრელიზში აღნიშნულია რომ, ეს იქნება ფაქტების მოძიების მისია, იმის დასადგენად, თუ როგორ ასრულებს საქართველო აღებულ ვალდებულებებს, როგორც ევროსაბჭოს წევრი, განსაკუთრებით კი, ოქტომბრის არჩევნებისა და ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზის ფონზე. “ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ მხარდაჭერად იმ ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც ისინი ხვდებიან.” აღნიშნულია პრესრელიზში. ასევე, თანამომხსენებლებს აქვთ სურვილი მოინახულონ დაკავებული პირები", - წერს ნუცუბიძე.