დღეს, 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია გუშინ რუსთაველის გამზირზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა.
"გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით და ასე ყოველ დღე გეტყვით სად ვიქნებით", - თქვა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მელიას თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
საპროტესტო აქციების მოთხოვნაა საერთაშორისო გამოძიება და ხელახალი არჩევნების ჩატარება.