ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 50 წლამდე კაცი დააკავეს.
როგორც არასრულწლოვნის მშობელი ჰყვება, შვილი მუცლის ტკივილით კლინიკაში მიიყვანა და ის რამდენიმე თვის ორსული აღმოჩნდა.
საავადმყოფომ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.