
12-დღიანი პატიმრობის შემდეგ ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორი დატოვა.
ის 26 მაისს, ბათუმში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მას 12-დღიანი პატიმრობა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა შეუფარდა.
დაკავების საკითხზე პარტია ძლიერმა საქართველომ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მორიგი მაგალითია.