
ლელო-ძლიერი საქართველოს ცნობით, პოლიციამ ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ პარტიის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცნობია მიზეზები, თუ რატომ დააკავეს ნაცვლიშვილი.
"ამ დრომდე უცნობია ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი. მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი", - წერია პარტიის განცხადებაში.
მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მორიგი მაგალითია.
განახლება:
შსს-ში განმარტავენ, რომ ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.