საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
112-მა მოქალაქებს მოკლეტექსტური შეტყობინებებიც გაუგზავნა:
"გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.