საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 11 და 12 მაისს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდებათ.
"11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.