ხვალ, 10 აგვისტოს წყნეთს, სოფელ ახალდაბას, დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება.
კომპანია GWP წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. GWP-ში აცხადებენ, რომ წყალმომარაგება 10 აგვისტოს 11:00 საათიდან 11 აგვისტოს 17:00 საათამდე შეიზღუდება.