გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.
სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.