ზვიად რატიანს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმი გაუსწორდა, 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ზვიად რატიანს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმი გაუსწორდა, 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ინფორმაციას ადვოკატი ალეკო ცქიტიშვილი Facebook-ზე ავრცელებს.

"ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში", - წერს ის Facebook-ზე.

ზვიად რატიანი 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.