ზურაბიშვილი: ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის

აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია - ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა" დააკავეს.