![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0c994c15-8b69-4983-b963-80cdbbc54896.jpg)
კომპანია „სილქნეტის“ მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“, დააკავეს.
დაკავების ფაქტი „ფორმულას“ შსს-ში ოფიციალურად დაუდასტურეს.
სავარაუდოდ, დაკავების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღია. უწყების ინფორმაციით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და შესაბამისი მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.