
ვიზალიბერალიზაციის თემა - ორ მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის კიდევ დაშინების ნაწილი, კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხია საზოგადოებაზე გამოყენებული, მაგრამ, მთავარი რაც არის ამ კამპანიაში, იმიტომ რომ ესეც სააღდგომოდ არის დაწყებული, არ მოდის ეს არც ბრიუსელიდან, არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, რომ შეწყდეს სწორედ ვიზალიბერალიზაცია.
ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერებაც სურთ, ეს არის მათი მიზანი, ეს მოჰყვება მათ მოქმედებებს და იმ რეჟიმს, რომელიც ყოველდღიურად ხან ლანძღავს რომელიმე ევროპის დედაქალაქს თუ აქაურ ელჩს, პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან და ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებული იქნა გასული წლის 28 ნოემბერს, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის და მივდივართ იქითკენ, რომ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია.
ეს არის რუსული პოლიტიკა, რუსეთის მიზანია, რომ საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან და აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, მისი დამოუკიდებლობა იყოს ფეხქვეშ გათელილი რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ. მცდელობაა ასევე რეჟიმის მიერ, რომ ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში ვიზალიბერალიზაციის გარეშე, მცდელობაა ასევე, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის არ სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პირებისა, როდესაც სანქციებს აცხადებს. [...] არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბრიფინგზე.