ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალურად შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს, დღეს მოვისმინეთ სრულად ეს ფორმალური შესრულება. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევენ. რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ. ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული, გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას იმიტომ ვიღებ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არცერთ მხარეს არც მეორეს, თუ არა ქართველი ხალხისა. ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს ის ასევე შეძლებს ხვალ, რომ თქვას: “ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა”.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.