
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვაიმარის ლიდერებს რიგი საკითხებით მიმართეს, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს.
ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ აქტიური, ეფექტური და უფრო ჩამოყალიბებული პოლიტიკაა საჭირო.
"ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ვაიმარის სამივე ლიდერს, რომლებმაც მიულოცეს ქართველ ხალხს 26 მაისი და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და ჩვენ მათ მივმართეთ რიგი საკითხებით, რომლებიც მოითხოვს დღეს და დღესვე ყურადღებას ჩვენი პარტნიორების და უფრო აქტიურ და ეფექტურ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკას და ჩვენ ასევე გავუმეორეთ ის მთავარი ორი მოთხოვნა, რომელიც რჩება ურყევი, ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თავისი პირობებით, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის სტაბილურობა მოითხოვს. სხვანაირად ვერ იქნება ვერ იქნება ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ყველა პარტნიორს აინტერესებს. იმედი გვაქვს, გვექნება მათი პირდაპირი მხარდაჭერა", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
26 მაისს ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ქართული ოცნების ქმედებები დაგმეს.