ზურაბიშვილი უვიზო რეჟიმზე: არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა

არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა, ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას, იმ ბრალდებების მიმართ, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ. არ არსებობს ასეთი საფრთხე საქართველოსგან, მაგრამ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებების მიმართ.

აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებაზე.