ზურაბიშვილი უკრაინას: საქართველო თქვენთან ერთად იქნება თქვენი გამარჯვების დღეს!

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენთან არის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად აღნიშნოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით უკვე წელიწად-ნახევარია. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!

აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში, რომლითაც უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.