
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სისხლის სამართლის წესით გამოძიება დაიწყეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას მიმართ.
გამოძიება დაიწყო ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. მან ბანერს "რუსული ოცნება" დააწერა.
შსს-ს განცხადება:
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ვკითხულობთ განცხადებაში.