ზურაბიშვილი: თუ ქუჩებში "ძალადობა შეჩერდა", რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი

ტყუილი და ცინიზმი! თუ ქუჩებში "ძალადობა შეჩერდა", მაშინ რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან შვილის გატაცება? შურისძიება ქალებზე?

წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე და ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას აზიარებს, რომელშიც ის ამბობს, რომ ქუჩებში ძალადობა დასრულდა და ამ განცხადების გაკეთებისას იცინის.