საქართველოში პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა და მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება - სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური. ჩემი პირველი გაჩერება სამეგრელოა, სადაც ხალხი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად დაუღალავად იბრძვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
***
დღეს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. შემდეგ კი ახალგაზრდებს, რეგიონში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და აქტივისტებსაც შეხვდა.