ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში განვითარებული ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისრაელში 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 740 ადამიანი.