
თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
თავდამსხმელი თანხას ითხოვდა, თუმცა წაღება ვერ მოახერხა. ადგილობრივების ცნობით, პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.