ზურაბიშვილი: რაც მოხდა გახარიას მიმართ, წარმოუდგენელია - ძალადობა არავის მიმართ შეიძლება

ის, რაც მოხდა ამ ღამით გიორგი გახარიას მიმართ, სრულიად წარმოუდგენელია. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ეს - ძალადობა არავის მიმართ შეიძლება. არ შეიძლება იმის მცდელობა, რომ საზოგადოება და მოქალაქეები დააშინო, ეს მიუღებელია. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო თანადგომაც იქნება ინფორმირებული. არ შეიძლება, რომ ჩვენ ეს დავუშვათ.

მე-5 პრეზიენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება გიორგი გახარიაზე თავდასხმას.