დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იქნებოდა ძალიან ტკბილი და მეგობრული საუბარი. ჩვენ გავიგეთ იგივე, ყველა აქაური და უცხოელი წარმომადგენლისგან, რომელთა აზრის დაფიქსირებაც შეიძლებოდა. ყველამ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით და რაც მთავარია, მკაფიოდ თქვა, რომ არ შეიძლება ამ ძველი კანონის უკან დაბრუნება.
იქ [პრესკონფერენციაზე] "აგენტი" ითქვა თუ არა რა მნიშვნელობა აქვს, რას მიედ-მოედებიან. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის პრემიერმა, რომელიც [ევროპის] მთავარ ლიდერთაგან ერთ-ერთა თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება და ეს არ არის ევროპული კანონი. ასეთი კანონი არსად არ არის. მიუხედავად იმისა, ცდილობენ, რომ ამაში დაგვარწმუნონ.