საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, საქართველოში, თბილისის დროით 10:08 საათზე მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები წალკიდან აღმოსავლეთით 3 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.