ზურაბიშვილი ყაველაშვილზე: კგბ-შნიკური სცენარებიდან გამოდით, ქართული ხასიათი გაითვალისწინეთ

ერთმა სთქვა მაღიარეთო თუ არა … რას გიზამთო, და კიდევ სთქვა მაღიარეთო და თან ყველაფერი რაც გაგაჩნიათ- ღირსება, რეპუტაცია და სინდისი - მე ჩამაბარეთო და გაგანთავისუფლებთ … მონობისათვის!
ეს იგივე ლოგიკაა რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუჰანსკს, და ამის გარდა იცოდეთ არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!
ცოტა რუსული კგბ-შნიკური სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!
მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება.

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.