ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა

ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდას ესაუბრა.

ადმინისტრაციის თქმით, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

**

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 29-30 ნოემბრის აქციის დარბევისას 107 ადამიანი დააკავეს.