ოცნება ოცნებობს იმაზე, რომ მე გავხდე უცებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან ნაციონალური მოძრაობის განშტოებები, ვინც დღეს ლაპარაკობს ოცნებაში და ეს არ ეხება 2012 წლის ოცნებას, ვინც დღეს ლაპარაკობს და თავი მოაქვს და მე მაბრალებს, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის ერთგვარი ლიდერი, ან ვიქნები და ასე წარმოუდგენიათ, უნდათ, რომ ხალხს დააჯერონ და თვითონ არიან. მაინტერესებს, თვითონ სად იდგნენ 2006, 2007 და 2008 წელს და მე სად ვიდექი, გაიხსენონ. მე ესენი არ მახსოვს იქ არცერთი, არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ.
ეს არის რაღაც ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩევლებს და უნდათ, რომ გაიტანონ და ჰგონიათ, რომ თუ ათასჯერ იტყვიან, დააჯერებენ ამაში.
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას.