ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. [ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას.

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, 6 მარტს ოდესა მაშინ დაბომბეს, როცა უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი შავი ზღვის საპორტო ქალაქში ერთად იმყოფებოდნენ. CNN-ის წყაროს ცნობით, რუსული რაკეტა მათი ადგილმდებარეობიდან, სულ რაღაც, 500 მეტრში ჩამოვარდა.