ზურაბიშვილი: ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და უფლებების დამცველთათვის

ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისათვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პატიმრობაში დაღუპვას.