ზურაბიშვილი: ლატვიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ვესაუბრე

ზურაბიშვილი: ლატვიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ვესაუბრე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს შეხვდა და საქართველოში ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ესაუბრა.

"ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერაზე ვესაუბრე - ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.

დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი ესწრევა. კონფერენცია გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.