"ქალებს ველოდები იმისთვის, რომ "ბუტკაში" არ არიან მხოლოდ", - ასე სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, კვოტების გაუქმების შესახებ გირჩის ინიციატივას ეხმაურება.
პრეზიდენტი ამ წუთებში ათონელის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას მართავს. TV პირველის კითხვაზე, იქნება თუ არა განხილვის ერთ-ერთი თემა რუსული კანონი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ალბათ, კი.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.