ეს ვარიანტი, რომ იზოლაციას თუნდაც ვიღაცების დახმარებით გავუძლოთ, არ გამოდის. ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსვლის არის ახალი არჩევნები, რომელიც სტაბილურად გიბრუნებს საშუალებას, რომ შეურიგდე შენს მოსახლეობას, შენს პარტნიორებს და დაუბრუნდე ნორმალურ წყობას. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ჩაბარდე. არამხოლოდ ვიღაცების მეშვეობით მიიღო ინსტრუქციები მოსკოვიდან, არამედ პირდაპირ ჩაბარდე.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის ეთერში.