ზურაბიშვილი: გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება

ტერორი საქართველოში: თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკ ტერორსა და რეპრესიებს ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები - გრძელდება.

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლასთან დაკავშირებით.