ზურაბიშვილი: ევროპაშია უსაფრთხო ცხოვრება, ადამიანის ღირსების პატივისცემა - რაც ჩვენ გვინდა

თქვენ ევროპაში ხართ, თქვენი ხმა ევროპიდანაა და თქვენ თქვენი გამოცდილებით ზუსტად იცით, რას ნიშნავს ევროპა თავისი პლუსებით და მინუსებით. არაფერია იდეალური, მაგრამ ის, რაც იქაა - სწორედ ეს უსაფრთხო ცხოვრება, ადამიანის ღირსების პატივისცემა - ის, რაც ჩვენ გვინდა... თავისუფლება რეალურად სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს საშუალებას, გვინდოდეს ევროპა. თქვენი ეს "ევროპული ხმა" ასევე, იქნება მიტანილი ევროპამდე.

13 დეკემბერს, 2-3 დღეში აქ მოვლენ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში.

მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ტელეხიდის საშუალებით.