მოქალაქეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბამდე მსვლელობას მართავენ

მოქალაქეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბამდე მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა შტაბთან იკრიბებიან და აცხადებენ, რომ პროტესტს 4 ოქტომბრამდე არ შეწყვეტენ. მსვლელობის დროს ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“.

კალაძის შტაბთან რესპუბლიკიდან წამოსულ მარშს შეუერთდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოემართებიან.