გერმანიის საგარეო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება

გერმანიის საგარეო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება

რფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს, - ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.

„კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩი თბილისში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“.