ზურაბიშვილი: ევროკომისიის რეკომენდაცია ძლიერია - რუსეთი ცდილობს, ბოლომდე აურიოს ეს გეგმა

ველოდებით ევროკომისიის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას, იმ გაგებით, რომ არის ძალიან ბევრი გამოწვევები ჯერ კიდევ. მართალია, რომ კომისიის რეკომენდაცია ძალიან ძლიერია და გვაქვს დიდი იმედი, რომ იქნება შესრულებული, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლომდე ყველაფერს ცდილობს, რომ აურიოს ეს გეგმა. [...]

ეს ქვეყანა, ეს სივრცე მართლაც შევა ევროპულ ოჯახში და ეს უკვე ახალი სიცოცხლის დაწყებაა, ამიტომ არის ის მცდელობები, რასაც ვხედავთ დღეს, გუშინ და იმედი მაქვს, რომ ეს უშედეგო აღმოჩნდება 15-ში, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ეს გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლდოვისთვის და უკრაინისთვის. ნებისმიერი უკუსვლა ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის გზავნილი, რაც მინდა რომ დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ასევე ამერიკელ მეგობრებთან.

ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ვართ ვალდებული და ვიქნებით ორმაგად ვალდებული 15 დეკემბრის შემდეგ, რომ გავაგრძელოთ გზა და ეს გზა იქნება ყველასი ერთად გასაგრძელებელი. ბევრი იქნება გასაკეთებელი და ყველა ერთად, იმიტომ რომ არასდროს როგორც დღეს არ ჩანს, რომ ძალა ერთობაშია. თუ ჩვენ დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს შიგნით, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მისი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.