ზურაბიშვილი: ეს პროტესტი მართალია და სადაც სიმართლეა, იქ არის გამარჯვება

მე შემოვუერთდი, როგორც არა გაფიცული, არამედ როგორც პრეზიდენტი იმიტომ, რომ უნდა იყო იქ, სადაც ხალხი დგას და ხალხი დგას თავის სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ აჩვენოს ყველას, რომ არ შეეგუება რეპრესიებს, დაშინების მცდელობას, აქ დგას ხალხი, რომელიც არც შეშინებულია, არც შეშინდება და იდგება ბოლომდე იმიტომ, რომ ეს პროტესტია მართალი და სადაც სიმართლეა, იქ არის გამარჯვება.

აცხადებს ფორმულასთან საუბრისას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა.