ზურაბიშვილი: დღეს "პუტინის სტილში" აქციაა; ნამდვილი საქართველო - თავისუფალი საქართველოა

გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე "რუსული კანონის" წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს "პუტინის სტილში" აქციაა: საჯარო მოხელეები "ჩამოვიდნენ" თბილისში, რათა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს ტაში დაუკრან. ნამდვილი საქართველო - თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!

წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დედაქალაქის მიმართულებით მიმავალი მანქანების დიდი კოლონა ჩანს.

დღეს, რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული, რუსული კანონის მხარდამჭერი კონტრაქციაა დაგეგმილი. მმართველმა პარტიამ სხვადასხვა რეგიონიდან ადმინისტრაციული რესურსი ჩამოიყვანა.