ზურაბიშვილი: აშშ-ის მომავალ მინისტრებს ვუთხარი, რომ საქართველო გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება

აშშ-ის მომავალ მინისტრებისთვის ჩემი მთავარი მესიჯის გადაცემა შევძელი: საქართველო რეალურად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება – ან უკან, რუსეთისკენ შეგვათრევენ, ან გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მიღებიდან საქართველოს გზა იყო.
ჩემი მთავარი გზავნილი ახალი ტრამპის ადმინისტრაციისთვის ისაა, რომ საქართველოს დღეს, ვიდრე ოდესმე, ამერიკელი მეგობრების ყურადღება სჭირდება.
ამერიკა, რომელსაც ტრამპი აღწერს როგორც ძლიერ და ეფექტიან ქვეყანას, სწორედ ის ამერიკაა, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ჩვენ მხოლოდ სიტყვები არ გვჭირდება – საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ქმედებაა აუცილებელი.

აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო.