ზურაბიშვილი არჩევნებში ევროპულ ჩართულობასა და კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს

ზურაბიშვილი არჩევნებში ევროპულ ჩართულობასა და კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, რადგან ამ არჩევნებზე "საქართველოს ევროპული მომავალი გადაწყდება".

Radio France info-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია "ევროპამ ასე უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი" და მას თან ახლდეს მომავალ არჩევნებზე ევროპული თანადგომა, რათა ქვეყანას საშუალება მიეცეს, გადალახოს ეს ეტაპი და ერთი პარტიის რეჟიმიდან კოალიციურ მულტიპარტიულ მმართველობაზე გადავიდეს.

"ჩვენ მაიდანი უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა, საქართველო პროდასავლურ და პროევროპულ არჩევანს დღეს არ აკეთებს. ის დიდი ხანია რაც გაკეთდა, მნიშვნელოვანია, რომ ის განმტკიცდა, რეფორმები ზოგჯერ რთულია, ის გრძელდება, სამწუხაროდ, ქართველები ცოტა მოუთმენელნი არიან, ისინი თავს აფარებენ ევროპას, არსებობს მნიშვნელოვანი მიგრაციული მოძრაობა, სწორედ ევროპული გადაწყვეტილება, კიდევ გავიმეორებ, გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში (წინასწარ ვერ განვჭვრეტთ მთავრობების გადაწყვეტილებას), იმედის მომცემი იქნება ქართული ახალგაზრდობისთვის, მოსახლეობის ნაწილს კი გააგებინებს, რომ ევროპული მომავალი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოშიცაა შესაძლებელი და ამისათვის მობილიზაციის გაკეთებაა საჭირო. მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: - რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე"- თქვა ზურაბიშვილმა.

[მასალა მომზადებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თარგმანის მიხედვით]

***

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.