თუ-ზე მე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ დღევანდელ მოცემულობაზე. ადამიანები, რომლებიც გადაუწყვეტლები არიან, არ იციან პარტიებს შორის რომელს მისცენ ხმა. ეს მესმის და მესმის, რომ გემოვნებაც არის და შეიძლება არც ერთი ეს პარტია არ ჩანდეს იდეალური, მაგრამ ის არჩევანი, რომელიც არის გასაკეთებელი, არის მომავლის არჩევანი. სახლში დარჩენა არაა გამოსავალი. აუცილებელია გამოსვლა, აუცილებელია მისვლა და ესაა დემოკრატია ბევრ ქვეყანაში, რომ არც ერთი პარტია არაა, რომელსაც ყველაფერში ეთანხმებით. მაგრამ ოთხი პარტიაა პროდასავლური და ამ ოთხი პარტიიდან ალბათ რომელიმე არის რომელიც უფრო ახლოსაა ვინმეს გემოვნებასთან. არჩევანის არგაკეთება არის საკუთარ მომავალზე და შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.