ზურაბიშვილი: EU-მა არ უნდა დაუშვას, საქართველო ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს

საქართველოს ახალგაზრდობა 140 დღეა ქუჩაში დგას და არ ტოვებს ქუჩას სწორედ ისე, როგორც არ ტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები.

ჩვენც ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას. და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე!

მაგრამ ეს გამოწვევა ყველას გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს გამოწვევაა საბჭოთა რუსეთის ყოფილი სივრცის ყველა განვითარებადი დემოკრატიისთვის - მოლდოვას, უკრაინის და მრავალი სხვისთვის, ვინც ახლოსაა. ჩვენ ვნახეთ რუმინეთზე განხორციელებული მცდელობები. ჩვენ ვნახეთ მცდელობები მოლდოვაზე. და ის, რაც გვესმის უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის შესახებ, ამას ამბობს ბატონი პუტინი, არის სურვილი, რომ ომის შემდეგ იქ(უკრაინაში) ეს ახალი ჰიბრიდული სტრატეგია განხორციელდეს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ!

ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა, (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.

ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.

ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.

ამ მორალური, პოლიტიკური, (თუ საჭიროა) სამხედრო გადაიარაღების გზაზე. საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი - დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)!

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიებაზე "შეხვედრა დემოკრატიისათვის"