ზურაბიშვილი: 31 მარტს ერთად აღვნიშნავთ დღეს, როცა უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს

მოგესალმებით იმ ქვეყნიდან, რომელიც მხარს გვიჭერს განუწყვეტლად, ჩვენი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ყველა რთულ პერიოდში ჩვენი ისტორიისა.

ქვეყნიდან, რომელიც როცა ჩვენ გამოვაცხადებთ რეფერენდუმი და დავამტკიცეთ დამოუკიდებლობა, თავად ისიც ატარებდა თავის რეფერენდუმს და ერთობლივად შეუდექით დამოკიდებელ გზას.

ამიტომ მინდოდა, აქედან ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, უარი ვუთხარით საბჭოთა დროს და კი ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება.