
ავღანეთში მიწისძვრამ, ამ დროის მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა, სულ მცირე 2,800.
ცნობილია, რომ 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნარის პროვინციაში, ქალაქ ჯალალაბადის მიმდებარედ მოხდა.
სამაშველო სამუშაოებს უამინდობა და მთიანი რელიეფი ართულებს.
მაშველები მთიანი რელიეფისა და უამინდობის გამო გაჭირვებით აღწევენ დაშორებულ ტერიტორიებზე.
ამასთანავე ირკვევა, რომ მიწისძვრის შემდეგ კიდევ დაფიქსირდა 4.5-დან 5.2-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ 5 ბიძგი.