უკრაინელებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ნოვოეკონომიჩნეს დასახლება გაათავისუფლეს, სადაც უკრაინის დროშა აღმართეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს.

ირკვევა, რომ დასახლების გათავისუფლების ოპერაციები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის დროშა დასახლების ცენტრში 31 აგვისტოს აღმართეს.