
ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს 1 ქალი ემსხვერპლა.
კიდევ 1 ადამიანი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. იგი, ამ ეტაპისთვის, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.