ზუგდიდში ინტერვიუს დროს ფორმულას გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

ზუგდიდში ინტერვიუს დროს ფორმულას გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

ზუგდიდში, ინტერვიუს ჩაწერის დროს ფორმულას გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტ დავით მანიასა და ოპერატორ ირაკლი ჩხაპელიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. შემთხვევა ზუგდიდი მოლში მოხდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, რომლებსაც ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ფორმულას ჟურნალისტი დავით მანია ხვალ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება.