ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 30-წლამდე ძმები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ეცერის ტერიტორიაზე გადავიდა და მდინარეში გადავარდა.
ფორმულას ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.
დაღუპულები ეცერიდან არიან.
ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს.